მე8 მოდულის რეფლექსია დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები , გავაზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები. განვიხილეთ პორტფოლიოს შექმნა. ვიმსჯელეთ პროექტის ჩვენების დადებით მხარეებიზე.
ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირებაზე,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებაზე.
პროექტით სწავლება მოსწავლეებს აუმაღლებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილს განუვითარებს მაღალ სააზროვნო და სოციალურ უნარებს.
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას, მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
გმადლობთ!
პროექტებით სწავლება
Sunday, July 22, 2018
Wednesday, July 18, 2018
მერვე დღის რეფლექსია
მოცემული მე-7 მოდული დამეხმარა გამეგო, კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, პრეზენტაციების შექმნა, მუშაობა დოკუმენტებზე, ცხრილებსა და ვებრესურსებზე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლის შემდგომი წარმატებებისთვის. ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე ჩვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.
Monday, July 16, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა როგორ უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, გამეანალიზებინა თუ როგორ უნდა შევუწყო ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გამოყენებული ოთხი დონე: შინაარსი, პროცესი, პროდუქტები, სასწავლო გარემო.
მოცემული მოდული ასევე დამეხმარა, თუ როგორ მოვამზადო მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, მიმოვიხივლეთ პროექტის გეგმა და გავითვალისწინე პროექტის წერისას.
მოცემული მოდული ასევე დამეხმარა, თუ როგორ მოვამზადო მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, მიმოვიხივლეთ პროექტის გეგმა და გავითვალისწინე პროექტის წერისას.
Wednesday, July 11, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპდირება, შეფასების დაგეგმვა,შეფასების დაგეგმვის ცხრილი, უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები, განმავითარებელი თვითშეფასება, სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, შეფასების გეგმის ჩეკლისტი, ჟურნალის შაბლონი.
Monday, July 9, 2018
მეხუთე დღის რეფლექია
განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის, საავტორო უფებების ქაოსი, საავტორო უფლებების პოსტერი და კავშირები.ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან, ინტერნეტ ტანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება.სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, მოსწავლის ნაშრომის შეფასება, ვიმუშავეტ მოსწავლეთა სავაარაუდო ნიმუშის შექმნაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
Friday, July 6, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად,პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.
Thursday, July 5, 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის ტრენინგი ძალიან საიტერესო იყო. განვიხილეთ 21-ე საუკუნის ადამიანის უნარები. პროექტს მივუსადაგეთ ესგ სტანდარტები. ბლუმის განახლებული ტაქსონომია და სიტყვები რომლებიც შეესაბამება ბლუმის თითოეულ ტაქსონომიას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შესაბამისი მაგალითები და განმავითარებელი პროექტის შაბლონი.
Subscribe to:
Posts (Atom)